ძიება

четверг, 16 июня 2016 г.

როგორ დავძლიოთ ღამის შიმშილი?

ღამის შიმშილის შეგრძნება ბევრ ადამიანს აწუხებს. ადამიანი იღვიძებს, მაგიდას მიუჯდება და გემრიელად ნაყრდება, რაც უძილობის, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის, ჭარბი წონისა და ათასი სხვა დაავადების მიზეზი ხდება.

ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ მადას დღის განმავლობაში მშვენივრად აკონტროლებს, მაგრამ მოსაღამოვებისთანავე ყველაფერი იცვლება: ზოგი დაღლილობის გამო იწყებს ჭამას, ზოგი კი, გათავისუფლდება თუ არა ყოფითი საქმეებისგან, მოწყენილობის გასაქარვებლად სუფრას  მიუჯდება, ანუ ორგანიზმი ამ დროს „ეძებს“, რით დაკავდეს და პირველივე შესაძლებლობას –  კარგად დანაყრდეს  _ ხელიდან არ უშვებს.

როგორ ვებრძოლოთ ღამის შიმშილს?

ყველაზე სახიფათოა სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ პირველი 15 წუთი. სახელდახელოდ, ნაჩქარევად მირთმეული ბუტერბროდი, ორცხობილა და ტკვილეული და ასე შემდეგ, რა საკვირველია, შიმშილის გრძნობას თრგუნავს, მაგრამ 2-3 საათის შემდეგ ამის საფასურის გადახდა მოგიწევთ – შიმშილი გაორმაგებული ძალით შემოგიტევთ. ამიტომ გირჩევთ, სამსახურიდან მოსულმა, თავდაპირველად შხაპი მიიღეთ. თუ ამის საშუალება ან სურვილი არ გაქვთ,  ცოტა ხნით ბნელ ოთახში მშვიდად წამოწექით, მხოლოდ ამის შემდეგ მოამზადეთ  ვახშამი და მიირთვით.

დასაძნებლად ადრიანად დაწექით. კარგია, თუ ძილის წინ დამამშვიდებელ და მადის დამაქვეითებელ ბარამბოსა და კრაზანას ნარევის ჩაის მიირთმევთ თაფლთან ერთად.

თუ შიმშილის გრძნობამ ძალიან შეგაწუხათ, არაკალორიული, ადვილად მოსანელებელი საკვები მიიღეთ, მაგალითად, რძის ნაწარმი.

თუ ზემოთ ნათქვამს გაითვალისწინებთ, რამდენიმე კვირაში ღამის შიმშილის დამარცხებას, გვერწმუნეთ, შეძლებთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий