ძიება

вторник, 14 июня 2016 г.

13-14 ივნისის ტრაგედია

ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 13-14 ივნისის ცრემლით სავსე ტრაგედია!!!,,წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში'' ეს სიტყვები ყველა ადამიანის გონებაში დარჩება რადგან მისი დავიწყება ყოვლად შეუძლებელია...!!!ეს ის დღეა რომელმაც ქართველი ხალხი გააერთიანა და ერთ მუშტად შეკრა ამას გარდა უამრავ ადამიანს გმირის ტიტული მიანიჭა მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოს ამ სტიქიამ 19 ადამიანი დააკარგინა რაც ნამდვილად დიდი დანაკლისია ერისთვის...!!! ამ დღემ გვასწავლა რა არის ერთიანი საქართველო!რა არის სამშობლოს სიყვარული!რა არის თავდადება!რა არის მეგობრობა!...და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც დიდი ზიანი მოუტანა მრავალ ოჯახს...ბევრ ადამიანს იმედი დააკარგვინა...ბევრ ბავშვს ბავშვობის ტკბილი მოგონებები წაუშალა გონებიდან და მუდმივ მოგონებად თბილისის ტრაგედია გადააქცია...არც მინდა წარმოვიდგინო ხალხის ის განწირული,შეშინებული,სევდიანი სახეები მაგრამ დღეს მე ვარ ამაყი რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მათ არ დაუკარგიათ იმედი ისინი ბოლომდე იბრძვოდნენ ხალხისთვის იმის მიუხედავად რომ მათი სიცოცხლეც საფრთხეში იყო....მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო იმ დაღუპული გმირების ოჯახებს...ვიცი რომ ამ ოჯახების ყოველი დღე მათი ხსოვნით და ტკივილით იწყება ისიც ვიცი რომ მათ ამ სევდას სიამაყეც ურევია...იმის სიამაყე რომ მათ გაზარდეს ნამდვილი გმირი....ამას გარდა ყველასათვის კარგადაა ცნობილი რომ წყალდიდობამ გაანადგურა ზოოპარკი ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა.ესეც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა მოსახლეობისთვის...მინდა საქართველოს ვუსურვო რომ აღარასდროს განიცადოს ეს საშინელი გრძნობა რადგან მისი უბრალოდ წარმოდგენაც კი ყველას გულს დაამწუხრებს....
მინდა შემოგთავაზოთ ლექსი ამ თემასთან დაკავშირებით!
13რიცხვი მართლაც თარსია,
მოდი გავიხსენოთ ივნისის ღამე,
სახლის სახლებში შევარდა წყალი, 
წალეკა ყველა ბავშვი და ქალი...
ზოგყვიროდა ზოგი ტიროდა ზოგიც
ითხოვდა გვიშველეთ რამე...
ზოგი ცხოველი კი ღრიალებდა შველას
ითხოვდნენ ისინიც მალე.
რა უნდა ვერეს?
რატომ იმსხვერპლა ამდენი ხალხი,ვინ მეტყვის განა?
იგი ადიდდა გადასცდა საზღვრებს
, შევარდა სახლში იქურდა ასჯერ. 
როდესაც ნახეს მისი ნაქურდალი იქ იყო ქალი კაცი და ბავშვი.
თბილისის ფართო ქუჩებში დადის პინგვინი ვეფხვი ლომი და დათვი!
14ივნისს კი ბევრი გმირი ჰყავს მათ გადაწმინდეს ქუჩები ფართო
, ჩვენ არ დავტოვებთ ხალხს მარტოდ-მარტო ქართველი ხალხი გმირობით ფასობს.

ლ.გრძელიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий