ძიება

четверг, 16 июня 2016 г.

ყოველდღიური და დიეტის ზონა

დღესდღეისობით პოპულარული დიეტებიდან, უმეტესობას მხოლოდ თვალის გადავლებით ვიცნობ: დილა – 1 კვერცხი და 1 პომიდორი, შუადღე – 100 გრამი ხაჭო, 50 გრამი პური და ა.შ. დიეტები როგორც წესი არის მზა გაწერილი მენიუ, დაზუსტებული პროდუქტებით, რაოდენობით, კალორაჟით და ბოლოს შედეგის სახით გარანტირებული დაკლებული კილოგრამების მაჩვენებლით. მე არასოდეს მსგავსი ტიპის დიეტები არ დამიცავს, არადა თამამად შემიძლია ვთქვა – არცერთი ზედმეტი კილოგრამი არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკური მიდრეკილებით ჩემს ასაკში უკვე სულ ცოტა 20 ზედმეტი კილოგრამის მფლობელი უნდა ვიყო. ამას თუ თანამედროვე ნაკლებად მოძრავ ცხოვრების რიტმს, გადატანილ ოპერაციებს და ტრავმებს დაამატებ, ეს მაჩვენებელი 20-ზე გაცილებით მეტი უნდა იყოს. რამდენიმე წლის წინ ტემპებში სტაბილურად პროგრესირებადი უკვე 10 კილოგრამის პატრონიც გახლდით.

ამ დიეტებს ვერც გავაკრიტიკებ და ვერც შევაქებ, შესაძლებელია ვიღაცისთვის მართლაც მოსახერხებელია დაზუსტებული მენიუ, მისი საშუალებით ადვილად აღწევს შედეგს, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესიდან და ხასიათიდან გამომდინარე, მათი შესრულება ყოველთვის მიუღწეველი იყო.

რადგან ხშირად მეკითხებიან, რა დიეტას ვიცავ და რა კვების რეჟიმი მაქვს, გადავწყვიტე ამ საკითხს ცალკე თემა მივუძღვნა. თემა ორი ნაწილისაგან შედგება, ერთი ეს ყოველდღიური კვებაა და მეორე დიეტური ზონა.

Комментариев нет:

Отправить комментарий